"კორპუსს საძირკველი არ აქვს" - სოციალურად დაუცველები ავარიული შენობიდან გაყვანას ითხოვენ
ორხევის დასახლებაში ხმაურია. ნგრევის ზღვარზე, საძირკველგამოცლილი შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ტერიტორიდან გაყვანას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხო არაა.
შენობაში, რომელიც მერიამ სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის გამოყო ანტისანიტარიაა, ქვეწარმავლებით სავსეა. მერიამ სოციალურად დაუცველები 2 წლით შეასახლა და პირობა მისცა, რომ ვადის გასვლის შემდეგ სხვაგან გადაიყვანდნენ. მოსახლეობის თქმით, 2 წლის შემდეგ მთავრობამ პირობა არ შეასრულა და ისინი ახლაც დანგრეულ შენობაში ცხოვრობენ.