დამეხმარეთ, რომ 5 წლის შვილთან დავბრუნდე - ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედა

17.02.22 13:01
დამეხმარეთ, რომ 5 წლის შვილთან დავბრუნდე - ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედა

„დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე", - ამ სიტყვებით მიმართა ფოთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს 37 წლის ქალმა, რომელსაც გამოზიება უმძიმეს დანაშაულს ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულმა 10 თებერვალს საკუთარ სახლში იმშობიარა,  განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.

საზარელი დანაშუალი ფოთში სამი  დღის წინ მხოდა. გამოძიების ინფორმაციით, 24 წლის ქალმა ახლაშობილი საკანალიზაციო მილში ჩააგდო. ჩვილის ცხედარი მოსახლეობამ მას შემდეგ იპოვა , რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად  ხელოსანი  გამოიძახეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ბავშვი გადაგდებამდე ცოცხალი იყო თუ არა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.