რუსეთმა ცეცხლი გახსნა - საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს

17.02.22 14:36
რუსეთმა ცეცხლი გახსნა - საოკუპაციო ძალებმა საბავშვო ბაღი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქში ცეცხლი გახსნეს. საარტილერიო შეიარაღებით დაიბომბა დასახლება, სტანიცა ლუგანსკი, რა დროსაც ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განსაკუთრებული ცინიზმით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკი დაბომბეს. მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვი საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დაბომბვის დროს ბავშვები ბაღში იყვნენ. დაზიანება ორმა ადამიანმა  მიიღო, დაშავებულთა შორის, არ არიან ბავშვები.

უკრაინული გამოცემები ასევე წერენ, რომ დონბასში დაჭრილია ერთი ჯარისკაცი. გამოცემები ასევე წერენ, რომ უკრაინა მთავარ თავდასხმას 20 თებერვალს უნდა ელოდოს.