მერიამ ვარკეთილში გარემოვაჭრეების დახლები აიღო
ვარკეთილში გარემოვაჭრეებს დღეს დილას დახლები აღებული დახვდათ. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ულუკმაპუროდ დარჩნენ.
მერიაში ამბობენ, რომ უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს. მათივე თქმით, გარემოვაჭრეებს ალტერნატიულსივრცეებში გადანაცვლებას სთავაზობენ, სადაც სამით თვის განმავლობაში საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, შემდგომში კი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. ამ შეთავაზებას გარემოვაჭრეების ერთი ნაწილი დათანხმდა, მეორე ნაწილი კი კატეგორიულად წინააღმდეგია.