გამოცხადებული ომი გარემოვაჭრეებს - ქუთაისში მეყვავილეებს ვაჭრობას უკრძალავენ

18.02.22 11:30
გამოცხადებული ომი გარემოვაჭრეებს - ქუთაისში  მეყვავილეებს ვაჭრობას უკრძალავენ

ქუთაისში მეყვავილეებს გარევაჭრობას უკრძალავენ. ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს დახლების დადგმის საშუალებას არ აძლევს. მათი თქმით, მეყვავილეებს ალტერნატივად შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობას სთავაზობენ, თუმცა გარემოვაჭრეების თქმით, ამ შემთხვევაში მათ მაღალი გადასახადი დაეკისრებათ. მეყვავილეები ამბობენ, რომ ისინი თანხას ვერ გადაიხდიან.

მეყვავილეები ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ხახალეიშვილი მოვაჭრეების პრობლემებით ამ დრომდე არ დაინტერესებულა.

მოვიდნენ და თქვეს საჩივარიაო, მერს გვინდა შევხვდეთ იმიტომ, რომ არჩევნების წინა დღეს გვთხოვეს დაგვერხმარეთ, აგვირჩიეთ და თქვენ გვერდით ვიქნებითო", - ამბობს მეყვავილე.