საქართველოში მიწისძვრა მოხდა

18.02.22 11:48
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 10:34 საათზე, თბილისიდან 55 კილომეტრში, დმანისის რაიონის სოფელ სალამალეიქთან 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.