კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - დამნაშავე პირთა წრე შესაძლოა, გაიზარდოს
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 14:00 საათზე გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე "მაგთის" 2 თანამშრომელი გამოიკითხება. მათ უნდა დაადასტურონ, რომ საქმეზე ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ერთად გადაადგილდებოდნენ.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა ინფორმაცია აქვთ საქმის ახალ ფიგურანტებს და რა მოტივი ამოძრავებდათ მკვლელებს. არაა გამორიცხული, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.ოჯახის უფლებადამცველი აცხადებს, რომ პროკურატურას ჯერჯერობით, გიორგი ქარსელაძის და ირაკლი ბიბილეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველმა" გიორგი ქარსელაძის ჩვენება მოიპოვა. ახალგაზრდა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებმა, 15 სექტემბერს ღამე მის საცხოვრებელ სახლში გაათენეს.