მორიგი შეტევა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - "ოცნებამ" საქმეში ახალი ფიგურანტი გამოაჩინა

18.02.22 13:11
მორიგი შეტევა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - "ოცნებამ" საქმეში ახალი ფიგურანტი გამოაჩინა

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სააპელაციო სასამართლოში სამქის განხილვის წინ საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, იან მალქოლმი გამოჩნდა. მისი ადვოკატის, დიმიტრი ტორაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თიბისის აქციებს ფლობს და  ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში თავს დაზარალებულად მიიჩნევს. ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძინა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბანკის აქციები და როგორ დაზარალდა ის 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციით. ადვოკატი ამბობს,რომ ის საქმის დეტალებს კარგად არ იცნობს და ამ საკითხით არ დაინტერესებულა. "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. დაზარალებულმა აქციები 2022 წელს შეიძინა, შესაბამისად ეს ქმედება კითხვის ნიშნებს აჩენს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ადვოკატი, ზვიად კორძაძე მიიჩნევს, რომ ახალი ფიგურანტის გამოჩენა ხელისუფლების პიარ სვლაა.

ეს არის წმინდა პიარული სვლა სააპელაციო სასამართლოს წინ, აბსურდული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, სამართლებრივად რადგან არ ყავთ დაზარალებული უბრალოდ უნდათ რომ სიტყვა დაზარალებული გაჟღერდეს, ღიმილისმომგვრელია, როცა ვერ ასახელებ როდის გახდი აქციონერი", - ამბობს კორძაძე.