სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, სამართალმა უნდა იზეიმოს - თამთა თოდაძე
სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს, - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა თანამშრომელმა თამთა თოდაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა.თოდაძე "ოცნების" ყოფილ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
თამთა თოდაძის განცხადებით, აბსურდია, რომ ის ინციდენტის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, რომ ვიყავი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმიტომ, რომ არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ამის ექსპერტიზაც არ არსებობს. რაც შეეხება ილია ჯიშკარიანის დაზიანებებს რა დაზიანებებზე მესაუბრებით წარმოდგენა არ მაქვს, საიდან უნდა ჰქონოდა ამ ადამიანს.
ის რაც მოხდა, მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ,ტკივილს ვერაფერი ვერ წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ რა თქმა უნდა სამართალმა უნდა იზეიმოს“, - თქვა თამთა თოდაძემ.