ნიკა ბასილაშვილმა ცოლი ჩოგნით სცემა?! - რა მოხდა ნიუ იორკში
ცნობილი ქართველი ჩოქბურთელის საქმე - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ შტატებიდან გამოითხოვა. საქმე ეხება ნიუ იორკში, ერთ-ერთი ფეშენებელურ სასტუმროში მომხდარ შესაძლო ძალადობის ფაქტს, როდესაც არსებული ინფორმაციით, ნიკა ბასილაშვილმა ცოლი, ნეკა დროყაშვილი სპორტული ინვენტარით სცემა.
საქმე ეხება მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ცოლს ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი ტურნირისთვის შტატებში ჩასულ ბასილაშვილს თან მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ახლდა. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სპორტსმენი ქალს ჩოგნით სასტუმროს ნომერში ღამით გაუსწორდა. ნაცემი ქალი სასტუმროში დატოვა და თავად საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. ბასილაშვილმა ცოლს წაართვა საბანკო ბარათი, დატოვა უფულოდ და გაუუქმა ის აკრედიტაციაც, რომლითაც ნელი დოროყაშვილი ტურნირზე შედიოდა.
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი, ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი, ანა თავხელიძე "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ ამ საკითხზე თავად დაზარალებულმა უნდა ისაუბროს.
ნიუ იორკის სასტუმროში მომხდარი ინციდენტის შესახებ შეერთებული შტატებიდან მიღებული დოკუმენტს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგენს, ჯამში საქართველოს პირველ ჩოგანს ძალადობის ხუთ ეპიზოდზე მოუწევს თავის მართლება.
დოროყაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილს სახელმწიფო 5 ეპიზოდს ედავება. 4 ფიზიკური. 1 სისტემური ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
რა წერია სკანდალური სისხლის სამართლის საქმის ამერიკულ დოკუმენტში? - ამის გარკვევა "ნოდარ მელაძის შაბათი" საქმის პროკურორთან, ნათია გურულთან შეეცადა, მაგრამ შოთაძის უწყების თანამშრომელმა გამომძიებელი ჟურნალისტი პრესცენტრთან გადაამისამართა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ინტერვიუზე თანხმობა არ გასცა.