ცდილობდა თუ არა ბასილაშვილი კამერების ჩანაწერების წაშლას და იყო თუ არა სპორტსმენის გეგმა, სოც.მუშაკების მოსყიდვა? - ხმაურიანი საქმის საკანდალური გაგრძელება
ბასილაშვილი VS დოროყაშვილი - ცდილობდა თუ არა ცნობილი ჩოგბურთელი ცოლზე ძალადობის შემდეგ, კამერების ჩანაწერების წაშლას და იყო თუ არა სპორტსმენის გეგმა, სოც.მუშაკების მოსყიდვა? - "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის მოწმეების ჩვენებას ასაჯაროებს. ნატა ქაჯაია დაესწრო პროცესს, რომელმაც ტიტულოვანი ჩოგბურთელის ბედი უნდა გადაწყვიტოს.
დავიწყოთ PHR-ის ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, სოციალურმა მუშაკმა ნეკა დოროყაშვილს მუქარაზე ჩივილი გადააფიქრებინა, ბასილაშვილს კი საჩუქარი სთხოვა.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბაია ნოდარიშვილი იყო პასუხისმგებელი შეეფასებინა ბასილაშვილი - დოროყაშვილის ოჯახის საჭიროებები / მდგომარეობა და ბავშვის ემოციური მდგომარეობა. საქმის მასალებში წერია, რომ ბაია ნოდარიშვილის ტელეფონზე ნეკა დოროყაშვილის ზარი 2020 წლის 16 მაისს შევიდა. ქალი ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელს ეუბნებოდა, რომ ეშინოდა, რადგან ქმარი ემუქრებოდა, თუმცა სახელმწიფოს წარმომადგენელმა მსხვერპლს პოლიციაში დარეკვა გადააფიქრებინა. დოროყაშვილის ადვოკატის თქმით, ფაქტიდან 5 დღეში ძალადობა განმეორდა.
ანა თავხელიძე ამბობს, რომ სოცმუშაკი ბასილაშვილის მიმართ მიკერძოებული იყო. ფაქტს ადასტურებს "შაბათის ეთერის" მოპოვებული კიდევ ერთი მტკიცებულება. ირკვევა, რომ ბაია ნოდარიშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ფანი იყო და სამახსოვრო საჩუქარს სთხოვდა.
ქალმა "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოფიციალურ წერილში "შაბათის ეთერს" დაუდასტურა, რომ სოციალურმა მუშაკმა ამ კონკრეტულ საქმეზე დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა, ამიტომ ის ბასილაშვილი - დოროყაშვილის საქმეს ჩამოაშორეს.
რაც შეეხება გახმაურებული საქმის ბოლო სასამართლო სხდომას, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ კვირას საქმის ორ მოწმე გამოიკითხა. ერთი ბასილაშვილის კარის მეზობელი, მეორე კი იმ ვერცხლისფერი "მერსედესის" მძღოლი იყო , ვინც ძალადობის შემდეგ დოროყაშვილი და მისი შვილი ბასილაშვილების ავჭალის სახლიდან წამოიყვანა
გამომქონდა ყუთები, როდესაც გავიგე ქალის ხმა წაიყვანე შენი შვილი, წადი და შეგვეშვიო. ავიხედე. ბასილაშვილის ერთ-ერთ აივანზე კიბეებზე იდგა ბასილაშვილის დედა, რომელმაც ეს თქვა. უცებ ქალმა თქვა შენი საქმე არაა, ნუ ერევი შედი სახლში"- განაცხადა მოწმე ნოდარ მრადიანმა. ნოდარ მრადიანთან ერთად ამ ინციდენტს მისი სიძეც შეესწრო.
ავჭალის სახლში, 2020 წლის 21 მაისს მომხდარი ძალადობის ფაქტი ბარბარე ჯორჯაძის ქუჩაზე დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. ეს კამერები ბასილაშვილის მეზობელს ნოდარ მრადიანის ეკუთვნის. სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ნეკა დოროყაშვილის სახლიდან გამოქცევის შემდეგ პირველი რაც ბასილაშვილმა გააკეთა, მეზობელთან მივიდა და ჩანაწერები მოითხოვა.
მერე მოვიდა ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ძმა, რომლებმაც მთხოვეს კამერები გადამეხვია და ჩანაწერები ტელეფონით გადაეღოთ. ჯერ მოვიდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, მერე მისი ძმა"- აცხადებს მოწმე.
რაც შეეხება მძღოლს, რომელმაც ატირებული ბავშვი დედასთან ერთად წამოიყვანა, ამბობს, რომ ქალი, ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა, და ითხოვდა გაერკვია როგორ დაერეკა 112-ში.
"ბარბარე ჯორჯაძის ქუჩაზე მოვდიოდი. დავინახე გოგონა ბავშვით იდგა. ხელი დამიქნია, გამაჩერა. არ მახსოვს მივესალმე თუ არა გზამდე ჩამიყვანეო. დავძარი თუ არა მანქანა ბავშვმა დაიწყო ტირილი. თან უკან იყურებოდა და მამას იძახდა. ეს აწყნარებდა. ბავშვმა რომ მოუმატა ტირილს უკანა სარკეში გავიხედე ხომ არ დაგეხმაროთქო. აქაურები ხართთქო? ერთადერთი რაც მითხრა ბასილაშვილების ყოფილი რძალი ვარო. ვკითხე, ხომ მშვიდობა გაქვსთქო, რაღაც ამდაგვარი ვკითხე. არ მახსოვს რა მიპასუხა. მაგ დროს ტელეფონმა დაურეკა.ბოლოს მახსოვს ის რომ გადადიოდა ვიღაცას ეკითხებოდა 112 როგორ დავრეკოო"- განაცხადა იმედა ჯინაშვილმა დაკითხვისას, რომელმაც მოსამართლეს პრაქტიკულად დაადასტურა მსხვერპლი ქალის ნაამბობი, რომ შველა უცხო მამაკაცს სთხოვა. თუმცა ავჭალის მკვიდრი ირწმუნებოდა რომ განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობა დოროყაშვილზე ვერ შეამჩნია.
ძალადობის საქმეში ასევე დევს სასწრაფოს ექიმის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იმ დღეს დოროყაშვილის ემოციური მდგომარეობა პიკური იყო.
ირკვევვა, რომ ვიდე მოწმეები მისცემდნენ მათ ნიკა ბასილაშვილის ადვოკატებმა დაურეკეს და შეხვდნენ.
"დამირეკეს ბასილაშვილის ადვოკატი ვარო. შეხევედრა მინდაო. მაგრამ არ შევხვდი. ქალი იყო. სახელი და გვარი არ უთქვამს. ჩვენების მიცემამდე სამი დღით ადრე, ახლაც არ ვიცი ვინ იყო" - თქვა იმედა ჯანიანმა.
ნოდარ მარადინი აცხადებს, რომ მისი სიძე დაკითხვაზეც კი იყო გადაყვანილი.
"ჩემი სიძე - თემური წაიყვანეს გამოკითხვაზე. მე წამოვიყვანე მერე გაგარინიდან. ნიკოლოზის ადვოკატებმა გამოკითხეს"- თქვა მოსამართლის წინაშე მოწმემ.
ნახეთ ნატალია ქაჯაიას ჟურნალისტური გამოძიება