ექსკლუზივი - ცხელი ხაჭაპურის რიგში დაღლილმა პოლიციელმა 3 ახალგაზრდა სცემა და ესროლა

19.02.22 20:49
ექსკლუზივი - ცხელი ხაჭაპურის რიგში დაღლილმა პოლიციელმა 3 ახალგაზრდა სცემა და ესროლა

"ნოდარ მელაძის შაბათის" კიდევ ერთი სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება - გამომძიებელმა ჟურნალისტმა, თბილისში, ფონიჭალაში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საცხობთან მომხდარი დაპირისპირების ხმაურიანი საქმე გახეთქა. ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი იარაღიდან  სამ ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. ფონიჭალელი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, ირწმუნებიან, რომ 46 წლის  თამაზ საველიევს ხაჭაპურის რიგში დიდი ხანი დგომა დაეზარა და მის წინ მდგარ ახალგაზრდებს აგინა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

საცხობში, სამი ხაჭაპური შევუკვეთე, მომაწოდა გამყიდველმა, მაგრამ იყო ცივი და ვთხოვე, გათბობა,  რა დროსაც შელაპარაკება მომივიდა გამყიდველთან. იქვე იდგა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, ის მოგვიახლოვდა და  ხმამაღალი ტონით გვითხრა: "რამდენი ხანი უნდა გელოდოთ, შიგ ხომ არ გაქვთ ბიჭოო?"... მე მას მივუახლოვდი და ვკითხე - „ეს რა საუბარია შენ ვინ ხარ ბიჭო?" მან მიპასუხა - შენ ვინ ხარ შენი დედას შ..ცი“ და შემაგინა დედის მისამართით, შეგინებისთანავე მე მას ერთხელ დავარტყი სახის არეში, რის შემდეგაც იქვე მყოფმა ჩემმა ძმამ რუსლანი ქერიმოვმა და ჩემმა დეიდაშვილმა, ჯუმბერ მამედოვმა გაგვაშველეს, ის კვლავ იგინებოდა ჩემი მისამართით და მაგინებდა დედას, იწევდა ჩემკენ და ცდილობდა, ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებას"- ყვება პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში იახაია ქერიმოვი. 

ირკვევა, რომ საკონდიტროსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, იახაია და რუსლან ქერიმოვებმა  ჯუმებრ მამედოვთან ერთად , შემთხვევის ადგილი ავტომანქანით დატოვეს. ისინი სახლში, რუსთავის გზატკეცილის გავლით ბრუნდებოდნენ, თუმცა მოულოდნელად, ქვემო ფონიჭალის გზაზე  მოვლენები კრიმინალური ფილმის სცენარით განვითარდა. დეტექტივი  თამაზ საველიევი ახალგაზრდებს  დაედევნა  და დიდი სისწრაფით მიმავალი  ავტომობილიდან  ესროდა. რუსთავის გზაზე ხალხით სავსე ავტომობილს პოლიციელმა 5-ჯერ ესროლა.

"მოგვდევდა, გვინათებდა შუქებს და გვისიგნალებდა, მას უნდოდა ჩვენი გაჩერება. რომ არ გავჩერდით, რამდენიმეჯერ მოახდინა გასროლა. დავინახე, რომ მას მარცხენა ხელი ჰქონდა გამოყოფილი შუშიდან და ახორციელებდა გასროლას. მე იარაღის დანახვისთანავე თავი ჩავყავი სალონში, რამდენი გასროლა მოახდინა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ  სავარაუდოდ, მან განახორციელა 4-5 გასროლა. როდესაც დავინახეთ, რომ ის უკან მოგვდევდა ჯუმბერ მამედოვმა მარცხნივ გადაუხვია, რითაც ჩვენი საცხოვრებელი სახლის გზას ავდით და გავერიდეთ"- წერია კიდევ ერთი დაკავებულის ჩვენებაში. 

სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის  სტაჟიანი თანამშრომელი თამაზ საველიევი ახალგაზრდებს გადაადგილების მარშრუტს აკვირდებოდა - ამას „შაბათის ეთერის“  მოპოვებული საქმის მასალები ადასტურებს - ბრალდებულების ჩვენებებით  დგინდება, რომ ის მათ სახლისკენ მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდა. დეტექტივი  საველიევი  და ახალგაზრდები ერთმანეთს პირისპირ  მარნეულის ქუჩის ორ ნომერში აღმოჩდნენ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელსა და დაკავებულებს  შორის ხაჭაპურის გამო დაწყებული კონფლიქტი ძველი ვულკანიზაციის  ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირებით და სროლით გაგრძელდა.

17 იანვარს  პოლიციელსა და ბრალდებულებს შორის კრიმინალური გარჩევის პირდაპირი თვითმხილველი გახდა გოჩა გუჯაბიძე, რომელიც  მარნეულის 2 ნომერში ე.წ. ვულკანიზაციას ფლობს. 

 „შაბათის ეთერთან“ გუჯაბიძე ყვება, რომ  ის მოულოდნელად  უმისამართო  სროლის და ხელკეტებით ჩხუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მოწმემ  დაინახა, როგორ ისროდა თამაზ საველიევი. გოჩა გუჯაბიძეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის ამოცნობა არ გასჭირვებია - ისინი წლებია ერთმანეთს იცნობენ. 

თვითმხილველი გოჩა გუჯაბძის ჩვენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თავად პოლიციელის  მიერ გამოძიებისთვის მიცემული  ჩვენება. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მისი სამსახურეობრივი იარაღიდან ერთ-ერთმა ბრალდებულმა გაისროლა.

"ისინი მირტყამდნენ ხელკეტებით, ძირითადად თავის არეში და სხეული სხვდასხვა ნაწილებში. ამ დროს იაია ქერიმოვმა საქამრიდან ამომაცალა იარაღი, მე მას მაშინვე ვწვდი ხელში და ვცადე დამებრუნებინა ის. ამ დროს ჩვენ წავიქეცით, დანარჩენი ორი მე მცემდა. ამ დროს იახაი ქრიმოვმა მოახდინა გასროლა"- აღნიშნულია თამაზ საველიევის ჩვენებაში. 

ერთადერთი, რასაც თამაზ საველიევი ვერ უარყოფს - ეს რუსთავის გზატკეცილზე მისი საშტატო იარაღიდან გასროლის ფაქტია, რადგან ეს სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე არსებულ არაერთ სათვალთვალო კამერასაც აქვს გადაღებული, თუმცა პროკურატურამ საქმეში ვიდეო მასალა არ ჩადო. 

დეტექტივი სავლიევი გამოძიბისთვის მიცემულ ჩვენებაში ადევნებას, დამნაშავეების დაკავების სურვილით ხსნის.

"მე საცხობთან ჩემ მეგობარ გამიდ კარაჯევთან ერთად მივედი, მათ უბრალოდ შენიშვნა მივეცი, საპასუხოდ კი დამარტყეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს. შემდეგ ჩასხდნენ ავტომობილში და ტერიტორია დატოვეს. მე მობილური დამუხტული არ მქონდა და ჩემი ცემის შესახებ ინფორმაცია პოლიციას ვერ მივაწოდე, ამიტომ მათ დავედევნე რომ შემეჩერებინა. მივყვებოდი კვალდაკვალ, თუმცა ისინი მაღალი სისწრაფით მიდიოდნენ. სწორედ ამიტომ მე განვახორციელე ჰაერში გასროლა, შემდეგ მე გავჩერდი მარნეულის ქუჩაზე, რა დროსაც ისინი დაბრუნდნენ  და თავს დამესხნენ, ხელკეტებით და სხვადსხვა საგნებით. მომაყენეს მძიმე დაზიანებები. ჩვენს გაშველებას ცდილობდა ჩემი თანმხლები გამიდ კარაჯევი"- აღნიშნავს პოლიციელი. 

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის ეს ჩვენება რამდენიმე კითხვას აჩენს - გამოკითხვის ოქმში   თამაზ საველიანი ადასტურებს, რომ ის ინციდენტის დაწყების წუთიდან ბოლომდე მეგობართან ერთად იმყოფებოდა, მასთან ერთად ავტომობილში დევნის ოპერაციის დროს მეგობარი გამიდ კარაჯევი იყო. თუ პოლიციელს მობილური არ ჰქონდა, რატომ არ დარეკა საველიევმა პოლიციაში მეგობრის ტელეფონით და რა უკიდურესი აუცილებლობის გამო გაუხსნა ცეცხლი ახალგაზრდებს? დაზარალებული პოლიციელის ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ მისი მეგობრის გამოკითხვის ოქმიც აყენებს.

"მე ავტომობილიდან გვიან გადმოვედი, ამიტომ ვისთან მოუვიდა კონფლიქტი თამაზ საველიევს ვერ დავინახე, არ ვიცი მას ვინ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ვინ მიაყენა დაზიანება. მე რომ მივედი თამაზთან და მის სახეზე სისხლი შევნიშნე, მას უკვე კონფლიქტი მომხდარი ჰქონდა და ჩემი თანდასწრებით თამაზ საველიევს ვინმესთან რაიმე დაპირისპირება აღარ ჰქონია. როგორც უკვე აღვნიშნე ვირუსმა კოვიდ 19-მა დამიტოვა მეხსიერების პრობლემები და მომხდარი ფაქტების გახსენებას ვერ ვახერხებ"- წერს გამიდ კარაჯევი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც 18 იანვრით  (23 საათი) თარიღდება.

ის პირველი გამოკითხვის ოქმში  ამბობს, რომ კოვიდ-19-ის გამო მეხსიერების პრობლემები აქვს და არაფერი ახსოვს, თუმცა იმავე დღეს, გამიდ კარჯავეი  საგამოძიებო უწყებამ განმეორებით დაკითხა  - მან ჩვენება რადიკალურად შეცვალა და ყველაფერი დაკავებულებს დააბრალა.

გამიდ გარაჯაევთან "შაბათის ეთერი სახლში მივიდა. პროკურატურის ოქროს მოწმის ოჯახის წევრებს ჟურნალისტმა ჰკითხა,  ჰქონდა თუ არა კორონავირუსი კარაჯევს და აქვს თუ არა მას მეხსიერების პრობლემები, როგორიც ის გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ამბობდა. მისმა მეუღლემ კამერების წინ თქვა, რომ რომ კოვიდ - 19 ქმარს არ გადაუტანია. თავად  კარაჯევი კამერებს ემალება.

კარაჯევის გარდა, დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ საქმეში კიდევ რამდენიმე პოლიციელის ჩვენება დევს - მათ შორის არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველოს ინსპექტორის, თემურ ლაცაბიძის ჩვენებაც. ლაცაბიძე იმ საცხობის მფლობელია, სადაც დაპირსიპირება დაიწყო.

გომელურის უწყების თანამშრომელმა ჩვენება დაკავებულების წინააღმდეგ უკვე მისცა, თუმცა იყო თუ არა ის შემთხვევის ადგილზე, ამას მისი კუთვნილი საცხობის თანამშრომლები არ აკონკრეტებენ. კითხვებს აჩენს კიდევ ერთი გარემოება. საცხობი,  სადაც დაპირისპირება დაიწყო, კამერებით არის აღჭურვილი, თუმცა თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ისინი გათიშუ8ლი აქვთ. 

რა უკიდურესი აუცილებლობა არსებობდა სროლის და რატომ ეწინააღმდეგება მისი და სხვა მოწმეების ჩვენება? - ამ კითხვებით პოლიციელ თამაზ სალევევს "შაბათის ეთერმა" მიმართა, თუმცა მან პრესცენტრთან გადაგვამისამართა. 

იახაია და რუსლან ქერიმოვები და ჯუმებრ მამედოვი ახლა ციხეში არიან. მათი ოჯახები კი ამბობენ, რომ ისინი პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ქვემო ფონიჭალაში ახლა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმეგ შემთვევაში აქციებით იმუქრებიან. 

სამივე დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ისინი დანაშაუალს ამ დრომდე არ აღიარებენ.