საოკუპაციო ხაზთან ახალი ნიშნულები გაჩნდა - ოკუპანტები სოფელ მერეთში გამოჩნდნენ
საოკუპაციო ხაზთან ახალი ნიშნულები გაჩნდა. რუსი ოკუპანტები სოფელ მერეთში გამოჩნდნენ. დამონტაჟებულია ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები, მიმდინარეობს მავთულხლართების გავლება.
უკანსკნელი რამდენიმე საათია ადგილობრივები თვალს რუსი სამხედროების გადაადგილებას ადევნებენ. მათ თქმით, ჰექტრობით მიწები ოკუპანტების მხარეს ექცევა.
საზღვრიდან მეორე ბაღია ჩემი, უკვე ახლოს...რა გვეშველება?... - ამბობს ადგილობრივი.
ბორდერიზაციის გაგრძელებას ადასტურებენ სუსშიც. უწყების ინფორმაციით, ამოქმდებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ევრკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ინფორმირებულია.