არასრულწლოვნის დაკავება ქუთაისში - იურისტები პოლიციის მხრიდან დარღვევებზე საუბრობენ
არასრულწლოვნის დაკავება ქუთაისში - "პირველების" მიერ გასაჯაროვებულ ვიდეოკადრებში იურისტებმა კომპლექსური დარღვევები აღმოაჩინეს. მათ თქმით, 17 წლის დაპატიმრების უფლება სამართალდამცველებს არ ჰქონდათ. თუ გომელაურის უწყების თანამშრომლებს არასწრულწლოვანთან კითხვები ჰქონდათ, თავდაპირველად მის მშობლებს უნდა დაკავშრებოდნენ. ამის გარდა, დაკავშირება სოციალურ მუშაკთანაც უნდა მომხდარიყო.
პოლიციამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას დაკავების დროს, იმიტომ, რომ არ შეიძლება იძულების გამოყენება, როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. მეორე, როგორც ჩემთვის ცნობილია, არასრუწლოვანი გადაიყვანეს და დააკავეს და მთელი ერთი ღამე ამყოფეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ შემთხვევაში უნდა პოლიციას მშობელი უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში, მეორე, უნდა საოციალური მუშაკი მოეწვია ან პედაგოგი უნდა მოეწვია, - ამბობს იურისტი.
ქუთაისში არასრუწლოვანი დააკავეს. პოლიციამ 17 წლის ბიჭი ძალის გამოყენებით დააპატიმრა. ინციდენტს არასწრულწლოვნის მეგობარი შეესწრო, რომელმაც დაკავების ოპერაცია მობილური ტელეფონით გადაიღო.
შემთხვევა გუშინ მოხდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა 17 წლის მოზარდს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვანმა უთხრა, რომ პირადობის მოწმობა არ გააჩნდა, პოლიციელებმა მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში წაყვანა განიზრახეს. მათ მოთხოვნას არასრულწლოვნები არ დაემორჩილნენ, რადგან აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
ამ დროისათვის მოზარდი გათავისუფლებულია.