გიორგი მასხულია სასტიკად სცემეს - ვინ დაესხა თავს დიზაინერს
"მისტერ ვალენტინის" ორგანიზატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ - გიორგი მასხულიას თავს სამი ადამიანი დაესხა. ახალგაზრდა დიზაინერს უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება. მას ჰოსპიტალიზებაც კი ასჭირდა.
დიზაინერს ღამით ერთ-ერთ ბართან გაუსწორდნენ. დაშავებული აცხადებს, რომ მოძალადეებს კლუბის დაცვაც ეხმარებოდა.
"ბერას ნათესავი უნდა ვიყო რომ არ მცემოთ?" - ამბობს მასხულია ვიდეოში, რომელსაც კლინიკიდან ავრცელებს.
დიზაინერი ამტკიცებს, რომ ბართან პოლიციაც გამოიძახა, სამართალდამცავებს ძალადობის ვიდეო აჩვენა, თუმცა გომელაურის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.
ირკვევა, რომ ახვლედიანის 6 ნომერში, ბარ "ოთახთან", სადაც დაპირისპირება მოხდა, ვიდეო-სათვალთვალო კემერები დამონტაჟებული არ არის.
არ გეგონოთ ვინმეს თავს გახვევდეთ რამეს უბრალოდ მინდა გვერდით დამიდგეთ, სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ ოთახთან დაცვაც ეხმარებოდა, და ესე მითხრეს ეს მვანისგანო, რა დავუშავე ამ კაცს 5 წელია მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე სამართალი არ არსებობს რაუნდა ჩემგან ამ ადამიანს რას მერჩის, მიიღეთ ზომები დამიდექით გვერდით გთხოვთ ხალხნო, ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით ცემით, მკვლელობით, მაინცდა მაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო გთხოვთ დამიდექით გვერდით"- წერს დიზაინერი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. "პირველების
ინფორმაციით, პოლიციას დაკაბებული არ ჰყავს.