საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა იწყება
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 5 ივლისის საქმის განხილვა იწყება. მოსამართლე დღეს ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტოგრაფს მოუსმენს. ვახო ქარელი ერთ-ერთი იყო, ვისაც მოძალადე რადიკალები სასტიკად გაუსწორდნენ. ფოტოგრაფისთვის დაზიანებების მიყენების გამო პოლიციას ორი ადამიანი ჰყავს დაკავებული.
ქარელის გარდა დღევანდელ პროცესზე კიდევ 9 მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
სასამართლო პროცესს 7 ბრალდებულიდან 5 დაესწრება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
5 ივლისის საქმეზე ძალადობრივი დაჯგუფების არცერთი ლიდერი ამ დრომდე დაკავებული არ არის. აპირებს თუ არა პროკურატრა მთავარი იდეოლოგების დაკავებას უცნობია.