სასამართლო რეფორმის აუცილებლობა - საკითხს მესამე სექტორი განიხილავს
სასამართლო რეფორმა - სასტუმრო "რუმსში" ამ წუთებში მესამე სექტორია შეკრებილი. განხილვის თემა ფონდ "ღია საზოგადოების" კვლევაა, რომელიც მოსამართლეების თანამდებობასთან შესაბამისობას, კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას ეხება.
მკვლევარებმა ბოლო 30 წლის შესწავლის საფუძველზე დადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, სასამართლო სისტემა მთლიანად პერსონალის შეცვალს საჭიროებს, რაც ყველა ინსტანციაში კლანისგან თავისუფალი მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს. კვლევის ავტორების განმარტებით, ნაშრომის მთავარი მიზანი საქართველოში დემოკრატიის ამაღლებაა, რაც სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის გარეშე ვერ მოხერხდება.
კანონი ითხოვს, რომ მოსამართლე აკმაყპოფილებდეს ორ ძირიტად კრიტერიუმს. ეს არის კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია. თუმცა ჩვენ წლების განმავლობაშ ვნახეთ, რომ მოსმაართლეები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ისეთი რეფორმებ ის გატარება, რომელიც სწორედაც რომ ემსახურება იმას, რომ სისტემაში შევიდნენ ძალიან ღირსეული, გამოცდილი, კვალიფიკაციის შესაბამისი და ამავდროულად, კეთილსინდისიერი მოსამართლეები. ეს კვლევაც ამ მხრივ არის ძალიან არსებითი და საჭირო დღეისათვის, რომ მუდმივად შესწავლა ხდებოდბეს იმ პრობლემების, რაც სასამართლოშია, - ამბობს არასამტავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი.
150 გვერდიანი ნაშრომი საერთაშორისო მაგალითებსაც მოიცავს, რომელიც კვლევის ავტორების თქმით, საქართველოში დემოკრატიის ასამაღლებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული.