ახალ მინისტრს ვაძლევთ რჩევას, ნუ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს - ვარლამ გოლეთიანი

21.02.22 14:23
 ახალ მინისტრს ვაძლევთ რჩევას, ნუ გაიმეორებს წინამორბედის შეცდომებს - ვარლამ გოლეთიანი

რიონის მცველები ეკონომიკის მინისტრს მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბებას სთხოვენ და ენკას ბლოკირებას აანონსებენ

"პირდაპირ მოვუწოდებთ ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომ არ გაიმეოროს მისი წინამორბედის შეცდომები, მოემზადოს, გამოვიდეს და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც ნამახვანჰესის ირგვლივ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ სოფელ ჟონეთში, კომპანია ენკას ძირითად ოფისთან და ისევ მოგვიწევს, რომ დავბლოკოთ მისი შესასვლელი. ჩვენ ვთვლით, რომ უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, როგორც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების თვალსაზრისით და ზოგადად, ხელშეკრულების დეტალებზეც". - თქვა ვარლამ გოლეთიანმა ბრიფინგზე.