იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიტყვას იტყვის - ლონდა თოლორაია
ეუთო-ოდირის სამართლებრივ დასკვნას ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლრაია ეხმიანება, თოლორაია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუენტი შინაარსობრივია და სწორ პოზიციას გამოხატავს. მისი თქმით, ბრძოლის შეწყვტეას არ აპირებს და ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო თავის სამართლიან სიტყვას იტყვის.
არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, არეცრთი საელჩო, რომელმაც ამ პროცესებთან დაკავშირებით არ გამოხატა თავისი შეშფოთება და ნეგატიური პოზიცია. ეს არის ძალიან კარგი დოკუმენტი, შინაარსობრივი დოკუმენტი, სადაც ძალიან ბვერი პრობლემაა ხაზგასმული. პირველ რიგში, ნათქვამია, რომ ეს კანონშემოქმედებითი პროცესი აცდენილი იყო ყოველგვარ საერთაშორისო სტანდარტებს. თქმა იმის, რომ მათ რაიმე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდათ, არასერიოზულია, ალბათ ყველანი ვხვდებით. იმედი მაქვს კიდევ იმის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, - თქვა თოლორაიამ.
სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ სპეციალური დასკვნა მიიღო. ეუთო-ოდირი სამართლებრივ დასკვნაში პირდაპირ წერს, რომ მსგავსი ფორმით კანონის მირება არაკონსტიტუციურია და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი უწყების ფუნქციონირებას. შექმნილ ვითარებაში ეუთო-ოდირი ორ გამოსავალს ხედავს, ან კანონის მოქმედება შეჩერდეს, ან მიეცეს ლონდა თოლორაიას უფლება ვადის ამოწურვამდე შეასრულოს კანონით განსახვღული უფლებამოსულება.
ეუთო-ოდირის დასკვნას "ქართული ოცნება" სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველი ეუთო-ოდირისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და მისთვის გაგზავნილი ტექსტის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.