ძალადობა სასულიერო პირებს შორის - გომელაურის უწყებამ გამოძიება დაიწყო
ძალადობა სასულიერო პირებს შორის - გომალაურის უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ძალადობა, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და გავრცელება.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).
გვიან ღამით, Facebook-ზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ერთი სასულიერო პირი მეორეზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობს. საზარელი ძალადობა სავარაუდოდ, 2 დღის წინ, თბილისში მოხდა.
"კაბა, რომ გაიხადე, ისევ რატომ ჩაიცვი, შე დედა მო..ნულო?! შე გამზრდელ მო..ნულო"- მიმართავს ილარიონ გიგოლაშვილი დაზარალებულ როინ მუმლაძეს.
გიგოლაშვილი ცემის პარალელურად, მუმლაძეს პასუხს სთხოვს იმ ის გამო, რომ პოლიციაში მამა შალვა კეკელიას უჩივლა.
"პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას? შე პოლიციაში მჩივლებელო, შე ბოზ.."- აცხადებს მოძალადე.