ხმაური მთავრობის კანცელარიასთან - დაკავებულია 8 აქტივისტი

22.02.22 11:06
ხმაური მთავრობის კანცელარიასთან - დაკავებულია 8 აქტივისტი

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ მთავროს ადმინისტრაციასთან, სადაც პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამწერები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც პრემიერ ღარიაბშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს აინტერესებდათ, როდის შეუშვებენ მესამე პრეზიდენტთან მედიკოსებს და როდის მიიღებს ის სათანადო სამედიცინო დახმარებას. 

ადგილზე ვითარება  მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მათ ასევე, შენობაში პრემიერის შეცილება ბანერების და შეძახილების ფონზე სურდათ.

ამ დროისათვის დაკავებულები ბრალის წარგენას ელოდებიან. 8-ვე მათგანს პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები