ძალადობის ამსახველი ვიდეო – მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა დაკავებულია
ილარიონ გიგოლაშვილი, რომელმაც როინ მუმლაძე სცემა, დაკავებულია - მორჩილს, ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.
დაკავებულია მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა. ძალადობის ვიდეო გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა.
ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა.
ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.
ცნობისთვის, გიგოლაშვილმა რომელიც საკუთარ თავს შავ ბერს უწოდებს, მორჩილი სასტიკად სცემა, ნაცემია როინ მუმლაძე, რომელიც მოძალადის მსგავსად საკუთარ თავს სასულიერო პირს უწოდებს.