თავდასხმა გიორგი მასხულიაზე - დაკავებულია სამი პირი

22.02.22 11:15
თავდასხმა გიორგი მასხულიაზე - დაკავებულია სამი პირი

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა დიზაინერის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავა.   

1997 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს , 1995 წელს დაბადებულ ი.ა-ს . და 1987 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს   ჯგუფურად ჩადენილი  ძალადობის მუხლით გაასამართლებენ.  

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა.

ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა.

ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები