შსს ახალ სკანდალშია - ჟურნალისტებზე მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

22.02.22 11:26
შსს ახალ სკანდალშია  -  ჟურნალისტებზე მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გომელაურის უწეყება ახალ სკანდალშ ეხვევა - ჟურნალისტებზე მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ძალადობაში დადანაშაულებული კასპის პოლიციის უფროსი გიორგი ჩოქური  და შიდა ქართლის სამხარეოს უფროსი ილია კვაღინაძე არიან.

პოლიციის მაღალჩინოსნების ძალადობის სამიზნე "ტევე პირველის" რეპორტიორი მალხაზ მიქელაძე კასპში იმ დროს გახდა, როდესაც საკრებულოს სხდომას აშეუქებდა. სამართალმცველები გადამღებ ჯგუფს  ფიზიკურად გაუსწორდნენ, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ადმინსიტრაციულის შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

გომალურის უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პირიდაპირი მტკიცებულებებს შორის ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს

ამ დროისათვის კი ინსპექტორის სამსახურს ჩვენებას დაზარალებული ჟურნალიტები აძლევენ.

საკრებულოს სხდომა იმართებოდა კასპში 18 თებერვალს რა დროსაც ოპოზიცია და ხელისუფლება დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალჩისნონებმა გამოიძახეს ადგილზე პოლიციის თანამშრომლები. მოვიდა კასპის პოლიციის უფროსი გიორგი ჩოქური, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით და სისასტიკით გამოირჩეოდა ჟურნალისტების მიმართ. მან პროფესიული მოვალეობის შესრულებაშ შეგვიშალა ხელი და ძალისმიერი მეთოდებით, იძლებით დაგვატოვებინა სხდომათა დარბაზი. ჩვენი ინფორმაციით, მას დირექტივებას აძლევდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ილია კვაღინაძე, - ამბოპბს "ტვ პირველის" ჟურნალისტი მალხაზ მიქელაძე. 

მსგავსი სიახლეები