„ჟურნალისტებს, რომ ურტყამდი, კაცი იყავი?" - ხმაური 5 ივლისის საქმის სასამართლოზე
დაპირისპირება 5 ივლისის დაზარალებულთა სასამართლო პროცესზე - დღეს განსასჯელის სკამზე მყოფმა რადიკალები "ფორმულას" ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაემუქრნენ და საბოლოოდ, დარბაზი დატოვებს.
მოძალადეები მუქარასა და შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სასამართლო დარბაზში რატი წვერავამ ჩვენების მიცემა დაიწყო და დაკავებულებს "არაკაცები"უწოდა. მისი თქმით, ტელეკომპანია "ძალადობრივ და არაკაცების" აქციებს არ აშუქებს.
„მიმიშვით ამ არაკაცთან და დამიმატეთ კიდევ 6 წელი. ასეთ ვიგინდარას რომ შემოარტყამ, მოძალადე მერე მე ვარ, 8 თვეა, ამათ გამო ვზივარ",- განაცხადა ბრალდებულმა.
„ჟურნალისტებს, რომ ურტყამდი, კაცი იყავი?" - მიმართა წვერავამ ბრალდებულს.
საბოლოოდ, მოძალადეების ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა სხდომა დატოვა. ის მოსამართლემ 300 ლარით დააჯარიმა.