მარტიდან ქორწილების, ქელეხების და წვეულებების გამართვა დაშვებული გახდება

22.02.22 13:18
მარტიდან ქორწილების, ქელეხების და წვეულებების გამართვა დაშვებული გახდება

დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ ადამიანთა რაოდენობა 10-მდე იზრდება.ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.  გადაწყვეტილების თანახმად, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს - დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში - 15 - შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- თქვა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი სიახლეები