შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება - ამირან გამყრელიძე

22.02.22 14:18
შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება - ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  კოვიდის მართვისას მთავარია თვითშეგნება და არა შოლტი და მათრახი.

გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%- ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი, "ბუსტერი" კი 60%-ს ექნებოდა გაკეთებული.

ზუსტად 4 დღეში იქნება 2 წელი, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ და მათ შორის საქართველომაც. ყველა ხომ დავრწმუნდით, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღსრულებაში გახლავთ მოსახლეობის თვითშეგნება. პირბადე სავალდებულო არ არის იაპონიასა და სინგაპურში, ტაივანსა თუ სხვა აღმოსავლეთის ქვეყანაში, მაგრამ ყველა ატარებს გარეთაც.შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება",- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მსგავსი სიახლეები