"მონანიება" სხდომათა დარბაზში - "ეშმაკი ჩამისახლდა და ჩემი თავი ვერ გავაჩერე"
"რაღაც ეშმაკი ჩამისახლდა და ჩემი თავი ვერ გავაჩერე"- - ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რაფაელ მურსაკულოვმა საზხარელი დანაშაული აღიარა.
მან ბოდიში მოიხადა და იტირა კიდეც: "მომისაჯეთ რისი ღირსიც ვარ" - მიმართა განსასჯელის სკამზე მყოფმა მურსაკულოვმა მოსამართლეს.
მე ბოდიშს ვიხდი, რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიში, ეს არ იყო დაგეგმილი, ასე მოხდა, გულწრფელად ბოდიშს ვიხდი, არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველას ბოდიშს გიხდით"- თქვა ბრალდებულმა.
ავსტრალიელი პედაგოგი, შანაი ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი 31 ივლისს იპოვეს. მალევე გაირკვა, რომ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.