სქემა გაშიფრულია - რუსეთი უკრაინაში ეკლესიების აფეთქებას გეგმავდა

22.02.22 17:06
სქემა გაშიფრულია - რუსეთი  უკრაინაში ეკლესიების აფეთქებას გეგმავდა

რუსეთი  უკრაინაში ეკლესიების აფეთქებას და დაწვას გეგმავდა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებით მტკიცდება, რომ  ქალაქ ხარკოვში რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიები უნდა გადეწვათ, ეს ყველაფერი  კი შემდეგ  უკრაინის ხელისუფლებას უნდა დაბრალებოდა. სასულიერო პირები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკვე გაფრთხილებულები არიან.

ამის მიუხედავად,  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იმეორებს, რომ ომი არ იქნება. 

ჩვენ გვჯერა, რომ არ იქნება ძლიერი ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ იქნება ფართო ესკალაცია რუსეთის მხრიდან. თუ იქნება, საომარი მდგომარეობაც დაწესდება, - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებებს არ ეთანხმება მისი წინამორბედი. უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენეკო მიიჩნევს, რომ უკრაინამ დონეცკსა და ლუგანსკში საომარი მზადყოფნა უნდა გამოაცხადოს.

უკრაინამ სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. როგორც მე გავაკეთე ქერჩის სრუტეში ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის დროს. უკრაინამ დღეს უნდა ჩამოაყალიბოს და მიიღოს აუცილებელი კანონმდებლობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების დუმილი და ჩემი პირველი თხოვნა პრეზიდენტს, პრემიერს, თავდაცვის მინისტრს, მტავარსარდალს, შს მინისტრს, გავიდნენ და ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე. ეს არის სწორი კომუნიკაცია და ეს არ არის სწორი წინააღმდეგობა რუსული ინფორმაციის გაყალბებისთვის, - ამბობს პორორშენკო. 

მსგავსი სიახლეები