ევროკავშირმა რუსეთის დუმის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის დუმის ქვედა პალატის წევრებს, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება მას შემდე იქნა მიღებულ, რაც პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკები აღიარა.
სანქციები შეეხება დუმის 351 დეპუტატს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ სანქციები დაუწესდებათ ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ოპერაციებს აღნიშნულ ტერიტორიებზე ახორციელებენ.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ სანქციების ნაწილია.