მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს - ვლადიმირ პუტინი
"ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს" - მინსკის შეთანხმების გაქუმების შესახებ, რომლიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა, განცხადება პუტინმა რამდნმე საათის წინ გააკეთა.
კრემლი შეთანხმების ანულირებაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებს.
რა თქმა უნდა, ამიერიდან მინსკის შეთანხმება აღარ არსებობს, რაღა უნდა შესრულდეს, თუ ჩვენ ამ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიარეთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დაინტერესებული ვიყავით ამ შეთანხმებების განხორციელებით, რადგან ეს კომპრომისის შედეგია"- თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, მინსკის შეთანხმება, რომელიც 2014 წელს გაფორმდა, დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის ვალდებულებს არეგულირებდა.
ორი დღის წინ, რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.