რუსეთის რაგბის ფედერაცია ირწმუნება, რომ Rugby Europe-მ საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინულად დაწერილი აფიშის მოხსნა მოსთხოვა

23.02.22 11:55
რუსეთის რაგბის ფედერაცია ირწმუნება, რომ Rugby Europe-მ საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინულად დაწერილი აფიშის მოხსნა მოსთხოვა

რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეს-ატაშე ანტონ ხალიზოვი ირწმუნება, რომ "ევროპის რაგბის ფედერაციამ საქართველოს რაგბის კავშირს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საქართველოს და რუსეთის ნაკრებების მატჩების უკრაინულ ენაზე დაწერილი ანონსის წაშლა მოსთხოვა".

ფედერაციის ხელმძღვანელობამ Rugby Europe-ს სიტუაციაში გარკვევა სთხოვა. ჩვენ გვიპასუხეს, რომ მსგავსი პუბლიკაციები რეგლამენტის დარღვევაა და დაუშვებელია. Rugby Europe-მ ქართულ მხარეს აფიშის მოხსნა სთხოვა,  მათ  თხოვნა ჯარიმის პირობებშიც არ გაითვალისწინეს. მსგავსი პუბლიკაციების დაუშვებლობასთან დაკავშირებით Rugby Europe ჩვენს პოზიციას იზიარებს, - თქვა ხალიზოვმა. 

ცოტა ხნით ადრე საქართველოს რაგბის კავშირმა საქართველოს-რუსეთი მატჩი უკრაინულ ენაზე დაანონსა, პუბლიკაციის ტექსტის დუბლირება კი სხვა ენებზე არ მოახდინა.

 

მსგავსი სიახლეები