"მერე გაგლახავენ და გაგიტეხავენ ცხვირს" - რადიკალები აშშ-ს საელჩოსთან ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ

23.02.22 13:30
"მერე გაგლახავენ და გაგიტეხავენ ცხვირს" - რადიკალები აშშ-ს საელჩოსთან ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ

აშს-ს საელჩოსთან მიმდინარე  ნატოს საწინააღმდეგო აქციაზე  რადიკალები "ტვ პირველის" ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ.

"მერე გაგლახავენ და გაგიტეხავენ ცხვირს, მერე ყვირიხართ აუ გვიშველეთ", - მიმართა პროპუტინისტური დაჯგუფების წევრმა ჟურნალისტს.

რადიკალების გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ეხებოდა. მათი თქმით, რუსეთი და უკრაინა თავის საქმეს საქართველსო გარეშეც მიხედავენ.

შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოსთან რადიკალების აქცია მიმდინარეობს. ისინი საქართველოს დასავლურ კურსს აპროტესტებენ. 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები