კრიმინალური ვენდეტა ლაგოდეხში - "აფეთქების უკან ჩემი ძმა დგას"
კრიმინალური ვენდეტა ლაგოდეხში - სოფელ კირბალის ყოფილი რწმუნებული, მისი და მთავისი ოჯახის მკვლელობის მცდელობის უკან საკუთარ ძმას ხედავს.
ჯემალ ნიაზოვი "პირველებთან" ამბობს, რომ ძმებს შორის დაპირისპირება 10 წლის წინ დაიწყო, როცა მან ძმას სოფლის ბაზრის ხელმძღვანელობა გადააბარა, სანაცვლოდ კი ქონების ნაწილის გადაფორმებას მოელოდა, თუმცა დაზარალებულის თქმით, ძმამ დაპირება არ შეასრულა.
ჩემი შვილიშვილი შემოვიდა ოთახში, მითხრა, რომ აფეთქების ხმა გავიგეო. დაზიაბევულია ფანჯარა, ხელყუმბარა შემოაგდეს. მომხდარს ჩემს ძმას ვუკავშირებ, მამედოვები ამას არ გააკეთებდნენ, ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან. ჩემ ძმასთან ბიზნესდავა მაქვს. მომატყუა, ბაზარი გადაუფორმე და გადამაგდო"- აცხადებს დაზარალებული.
მურად მამედოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ძმამ ხელყუმბარა თავად ააფეთქა.
ეშმაკობს, თვითონ ააფეთქა ან ვიღაცის ხელით გააკეთა. წარსულში მისმა შვილმა ჩემი სახლი ააფეთქა, მითხრა, მოგკლავ თუ ბაზარს ჩემ სახელზე არ გააფორმებო"- აცხადებს მურად მამედოვი.