ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო

24.02.22 08:40
 ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.  აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსული ჯარების "თავს იცავენ"

ვინც არ უნდა სცადოს ხელი შეგვიშალოს, მით უმეტეს, საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელიც ისტორიაში არასდროს შეგხვედრიათ. ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია- თქვა არესორი ქვეყნის პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები