8 455 ახალი შემთხვევა, 41 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 8 455 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18 206-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 936, „პისიარ“-ტესტით – 13 982.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 22,9%, ბოლო 14 დღის – 29,17%, ბოლო შვიდი დღის – 26,71%.