ილია მეორის კურთხევით სამშვიდობო პარაკლისებს გადაიხდიან
უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ხვალ 27 თებერვალს მშვიდობის პარაკლისს გადაიხდიან - განცხადება ცოტა ხნის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა:
უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს ყველა ეკლესიაში ამა წლის 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნეს პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა.
ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო.
ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს" - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.