კიევში აფეთქებები დაიწყო
კიევში აფეთქებები დაიწყო. ოფიციალურ პირები მოსახლეობას თავშესაფარში შესვლისკნ მოუწოდებენ. ცოტა ხნის წინ უკრაინის რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა დაწერა, რომ დაზვერვის მონაცემებით, "ყველაფერი რაც ფაშისტურ რუსეთშია" კიევში გამოფრინდება.
ლესია ვასილენკო Twitter-ზე წერს, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ყველა ძალის გამოყენებას აპირებს.
"უახლოეს 30-60 წუთში კიევზე უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდება. რუსეთი ყველაფერს გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. მთავარი სამიზნე ბესარაბკას ბაზარია", - წერს ვასილენკო.
ცოტა ხნის წინ დაიბომბა ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფო კიევში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.