"იგერიებენ ჩვენები, პოლიციაც კარგად მუშაობს" - რას ყვებიან კიევში ყოფი ქართელები
უკრაინაში მყოფი ქართველები იმ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ, რომელიც ქვეყანაშია. მათ თქმით, უკრაინელი სამხედროები მტრის მოგერიებას ახერხებენ, ძალიან კარგად მუშაობს პოლიციაც.
ვიმყოფებით კიევში, ერთ-ერთ მსხვილ უბანში. წუხელ, ისევე როგორც წინა ღამეები რთული ღამე იყო. ვერ შემოვიდა მტერი. პირდაპირ კიევზე დიდი ბრძოლებიც არ ყოფილა, იმიტომ, რომ უფრო შორს იგერიებდნენ ჩვენები. თუ ვინმე დივერსანტი შემოვა ქალაქში ხანდანხან, იმასაც ანადგურებენ. პოლიცია მუშაობს ძალიან კარგად, - ამბობს ერთ-ერთი ქართველი.
კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ ქართველების 7 კაციანი ჯგუფი რუმინეთის საზღვრისკენ დაიძრა, რათა საომარი მოქმედებებს განერიდონ.
პოლონეთში არ მივდივართ, ვიცით, რომ იქ ძალიან დიდი რიგებია, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.