რუსულ აგრესიას თბილისში აპროტესტებენ - ენმ აქცია-მსვლელობას აწყობს

27.02.22 12:18
რუსულ აგრესიას თბილისში აპროტესტებენ - ენმ აქცია-მსვლელობას აწყობს

რუსულ ოკუპაციას და კიევში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას თბილისში აპროტესტებენ. რესპუბლიკის მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.  ისინი ასევე ხელისუფლების არგაღიზიანების პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქცია-მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება. 

ჩვენს უკრაინელ ძმებს, იმ გმირ ხალხს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას ებრძვიან, გვინდა, რომ სოლიდარობა გამოვუცხადეოთ. ჩვენო უკრაინელო ძმებო, გამაგრდით, ქართველი ხალხი არის თქვენთან. ხელისუფლებას ჩვენ ვემიჯნებით. ის განცხადებები, რასაც ხელისუფლება აკეთებს, საერთოდ არ მოდის თანხვედრაში ჩვენს პოზიციასთან, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები