რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

27.02.22 20:26
რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

შეკრების დრო და ადგილი არ იცვლება - რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია ისევ მიმდინარეობს. შეკრებილები ადგილზე რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და აგრესორს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეებიც. 

აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხვნები აქვთ საქართელოს პრემიერ-მინისტრთანაც. "გამოფხიზლდი და გადადი ქმედებებზე"-მიმართავენ "ოცნების" ლიდერს.

დღევანდელი აქცია საქართველოს და უკრაინის ჰიმნებით დაიწყო. სიტყვებით გამოსვლები არ იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები