რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - ლარი რეკორდულად უფასურდება

28.02.22 11:58
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - ლარი რეკორდულად უფასურდება

უკრაინა-რუსეთის ომმა საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა უკვე იქონია. უკვე ერთი კვირაა ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. დღეს დილიდან ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალზე ერთი დოლარით ვაჭრობა 3.13 თეთრად დაიწყო, თუმცა მონაცეები 2 საათში შეიცვალა და ერთი დოლარის ღირებულება ახლა 3.19 თეთრია. ეს მაჩვენებელი სულ მალე საქართველოს კომერციულ ბანკებზეც აისახება. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროული ინტერვენცია. ასევე, ყურადსაღებია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი უკრაინულ გრივნაზე მეტად გაუფასურდა. ექსპერტების თქმით, ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება სწორედ საქართველოს რუსულ ეკონიმიკაზე დამოკიდებულამ გამოიწვია, სადაც რუსული რუბლი ფაქტობრივად, ჩამოიშალა. 

ეროვნული ვალუტა დილით თუ იყო 3 და 15-ის ფარგლებში, 3 და 25-ზეა სადრაც ორ საათში ასული. საკმაოდ რთულია... პანიკიდან გამომდინარეა ეს ერთი, მეორე გამომდინარეა იქიდან,რ ომ საკმაოდ დიდი წილი დამოკიდებულეა გვქონდა რუსეთის ბაზარზე, გადმორიცხვებზე. ქმედითიო ანბიჯები არ გადაიდგა. თუ სირაქლემას პოზიციაში იქნეა როგორც ეროვნული ბანკი ასევე, ჩენი ქვეყნის მტავრობა და ეკონომიკური გუნდი, დამერწმუნეთ, რომ ინფლაციის მაჩვენებლი საკმაოდ მაღალი იქნება უახლოეს პერიოდში, - ამბობს ექსპერტი.

ქართულ პრდიქციაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა უკრაინულ და რუსულ ბაზარზეა. აქედან გამომდინარე, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ უკრაინიდან მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე 30, ხოლო რუსეთიდან 10%-ით შემცირდება, რაც რასაკვირველია, საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება. 

სპეციალისტების პროგნოზით, თუ აქტიური საომარი მოქმედებები გაგრძელდა,  საქართველო 2022 წელს 240 მლნ. აშშ დოლარის ზარალს ნახავს. 

 

 

მსგავსი სიახლეები