ძიუდოისტის ცემის საქმე - გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა

28.02.22 13:59
ძიუდოისტის ცემის საქმე - გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინრეობს. საქმე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძიუდოისტის ცემას ეხება. მოწმედ  სასამართლოში გოკა გაბაშვილი ჰყავთ გამოძახებულ, რომელიც ინციდენტის მომენტში უგულავასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა. სწორედ მან უთხრა სსამართლოს, რომ ჩხუბი ძიუდოისტებმა დაიწყეს. პროცერსზე მან ის დაზიანებები გაიხსენა, რომელიც მას და უგულავას  სპორტსმენებმა მიაყენეს.

პროცესზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. პროკურორი შეეცადა გოკა გაბაშვილის ჩვენებებს შორის უზუსტობები აღმოეჩინა, რასაც გიგი უგულავას და მისი ადვოკატის გაღიზიანება მოჰყვა. 

ერთი და იგივე კიტხვას უმეორებს მხუთეჯერ და ცდილობს, რომ რამე განსხვავება იპოვოს. ადვოკატია გავაშელიშვილის, პროკურორი კი არ არის..., - თქვა უგულავამ პროცესზე. 

გიგი უგუალვას მორიგი სასმართლო პროეცსი 2 მარტს ჩაინიშნა. 

 

მსგავსი სიახლეები