"საქართველოს საელჩო მიუწვდომელია" - ომის ეპიცენტრში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

01.03.22 11:50
"საქართველოს საელჩო მიუწვდომელია" - ომის  ეპიცენტრში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ. ქართველები, რომლებიც ამჟამად კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფებიან, ამბობენ, რომ მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლება და საელჩო სათანადო ყურადღებას არ იჩენს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი უკრაინაში საქარათველოს საელჩოსთან კომუნიკაციის დამყარებას ვერ ახერხებენ.

საქართველოს მოქალაქეები "ტვ პირველთან" ყვებიან, რომ კიევში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაეცა და მიწისქვეშა თავშესაფარში ყოფნა გაუსაძლისი გახდა. პრობლემაა ასევე საკვებ პროდუქტებზეც, სხვადასხვა ქალაქში მაღაზიებში უზარმაზარი რიგებია და პროდუქტები ცარიელდება.

კიევში გათოვდა, რამჯდენად შევძლებთ არ ვიცი. ვართ დაძაბულები, ვიძაბებით, დაცვა არის , რომელიც გვიხსნის როგორ მოვიქცეთ, კედელს გაეკარით და ა.შ. საელჩო კონტაქტზე არ გამოდის", - ამბობს საქართველოს მოქალაქე.

ქართველების მცირე ჯგუფმა ქვეყნის დატოვება და მოლდოვაში გადასვლა საკუთარი ძალებით მოახერხა.

მსგავსი სიახლეები