რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა - TI
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება 2021 წელს კიდევ უფრო გაიზარდა - ხმაურიან კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს. მესამე სექტორს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოუკიდებლობის მინიმალურამდე შემცირება უნდა იყოს. არასამთავრობო ორგანიზაია ხელისუფლებას რამდენიმე რეკომემდაციით მიმართავენ.
ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები რუსულ ბაზარზე. წლების განმავლობაში ეს დამოკიდებულება იზრდებოდა სხვადასხვა სექტორებში. მთავარი არის ის, რომ იყოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე და ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ დღესვე დაიგეგმოს კონკრეტული ნაბიჯები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არის სერიოზული საფრთხე ყველა განვითარებული ქვეყნისთვის, ყველა მეზობელი ქგეყნისთვის და შესაბამისად, მათძე დამოკიდებულება არის ფაქტობრივად დანაშაული და არ არის სწორი, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა"-ს ხელმძღავანელი ეკა გიგაური.
"საერთაშორისო გამჭვრივალობის" კვლევა ვრცლად ნახეთ აქ.