რუსეთს და ბელარუსს მოქალაქეები ტოვებენ - გამოქცეულები თავის შეფარებას საქართველოში ცდილობენ

04.03.22 17:01
რუსეთს და ბელარუსს მოქალაქეები ტოვებენ - გამოქცეულები  თავის შეფარებას საქართველოში ცდილობენ

რუსეთს და ბელარუსს მოქალაქეები ტოვებენ. პუტინის საოკუპაციო რეჟიმს გამოქცეულები  ცდილობენ თავი საქართველოს შეაფარონ. მოსკოვიდან და მინსკიდან ჩამოსულები  ახლა თბილისის ქუჩებში ბინებს ეძებენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  ტურისტებზე დრიურად ბინებს აქირავებენ, მათ პროტესტის ნიშნად უარს ეუბენებიან.

საკუთარი ქვეყნიდან გამოქცეულები პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამბობენ, რომ ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ, რადგან ციხეში მოხვედრის ეშინოდათ. ჩამოსულები ასევე იმ მძიმე პირობებზე საუბრობენ, რომელიც მათ ქვეყანაშია.

სტამბულიდან გადაჯდომით ჩამოვედი. ჩვენს ქვეყანაში ომს უარყოფენ. ხალხს ხმამაღლა რეაქცია არ აქვს, რადგან რეპრესიების ეშინიათ, მაგრამ უკრაინას გულშემატკივრობენ. ჯერჯერობით აქ ვაპირებ ცხოვრებას, - ამბობს ერთ-ერთი ჩამოსული. 

მსგავსი სიახლეები