პროტესტი ოკუპანტს - ქართველი სამთო გიდები რუს ტურისტებს აღარ მოემსახურებიან
ქართველი სამთო გიდები რუს ტურისტებს აღარ მოემსახურებიან. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჰუმანიტარულ მისიებში ჩასართავად და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ რუს კოლეგებსაც. სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ფედერაციას რუსეთს წევრობა შეუჩეროს.