საქართველოს ავიახაზები საგანგებო რეჟიმზეა - რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულების ნაკადი არ წყდება

06.03.22 13:21
საქართველოს ავიახაზები საგანგებო რეჟიმზეა - რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულების  ნაკადი არ წყდება

საქართველოს ავიახაზები საგანგებო რეჟიმზეა გადასული. რუსეთიდან და ბელარუსიდან ხალხის ნაკადი არ წყდება. ისინი საქართველოში ერევნის გავლით ჩამოდიან. პუტინს გამოქცეული ახალგაზრდები არ მალავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამუშაოდ და საცხოვრებლად მოდიან. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი ყველა მხრიდან იზოლაციაშია მოქცეული. 

უმრავლესობა იმიტომ მორბის ბელარუსიდან, რომ გვეშინია არ გაგვიწიონ ომში იძულებით უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ ცდილობენ დატოვონ სახლები და წამოვიდნენ, - ამბობს ერთ-ერთი ჩამოსული. 

ამავე პრობლემაზე საუბრობს ბელარუსის კიდევ ერთი მოქალაქე. 

ჩვენთან არასტაბილური სიტუაციაა. ხალხი გარბის ქვეყნიდან, სანქციები როგორც რუსეთში ამოქმედდა, ასევე ბელარუსიაში დაიკეტა უამრავი ბიზნესი ბიჭები ტოვებენ ქვეყანას ძირითადად იმიტომ, რომ არ გაიწვიონ იძლებით უკრაინის ომში. არავის აქვს იმის ძალა, რომ შეეწინააღმდეგოს რეჟმს. ახალი კანონი გვაქვს, თავისუფალი აზრის დაფიქსირება და სახელმწიფოს გაკრიტიკება15 დღიანი პატიმრობით ისჯება, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართელოს ხელისუფლებამ მათთან მიმართებაში სიფრთხლე უნდა გამოიჩინონ.