ქართველი ხალხისგან ზურგში ლახვრის ჩაცემას არ მოველოდით - არახამიას მიმართა ქართველებს
ზელესკის უახლოესი გარემოცვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - დავით არახამია ღარიბაშვილის მთავრობის და პუტინის რეჟიმის თანამშრომლობით გაოგნებულია. საქმე ეკონომიკური ბარიერების მოხსნას და რუსულ ბაზარზე ქართული რძეს, ღვინის და სხვა პროდუქტების გატანას ეხება. არახამია საქართელოს მხრიდან ამ ფაქტს ღალატად და ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს.
გამარჯობა, მივმართავ საქართველოს მოსახლეობას და საქართელოს მთავრობას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ბარიერები და ეკონომიკური სანქციები ქართულ რძეზე, ღვინოსა და პროდუქტეზე იმისთის, რომ მოიპოვოს საქართელოს ლოიალობა რუსეთ-უკრაინის ომში. ყველა ქართელს მინდა ვუთხრა, მე თავადაც ქართელი ვარ, როდესაც რუსეთი მუხანათურად თავს დაესხა საქართველოს, უკრაინამ მაშინვე, მიუხედავად თავისი ეკონომიკური დანაკარგებისა, საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება გაუწია, სამხედრო ხასიათის დახმარება, გააგზავნა ინსტრუქტორები და სხვ. და თქვენ თლით, რომ ნორმალური და შესატყვისი პასუხია საქართველოს მხრიდან ასეთი ნაბიჯები იმ დროს, როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს? საქართელოს მოსახლეობავ, ქართელო ხალხო, მე მჯერა თქვენი! გაარკვიეთ ურთიერთობა თქვენს ხელისუფლებასთან, რადგან ასეთ ღალატს, ზურგში ლახვრის ჩაცემას, ქართველი ხალხისგან ჩვენ არ მოველოდით. მე ყოველთის ვამაყობდი იმით, რომ ქართველი ვარ. უკრაინაშ ვცხოვრობ და ვარ უკრაინის მთავრობაში, დღეს მე მრცხვენია, - განაცხადა არახამიამ.