910 ახალი შემთხვევა, 32 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 32 ადამიანი. ვირუსისგან 8 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში 6 685 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.28%.